საქართველოშიი covid-19-ის 11 235 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 34 ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 17 130 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 106 221.
რაც შეეხება აჭარას, აჭარის რეგიონში
7 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 1139 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 8 პაციენტი.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, დღეის მდგომარეობით, კოვიდკლინიკებშია 814 ადამიანი, კოვიდსასტუმროებში – 526 პაციენტი.