მთავარი მედიცინა საქართველოში covid-19-ის 2 953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 31 პაციენტი

საქართველოში covid-19-ის 2 953 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 31 პაციენტი

192
0

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 745 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 240 კვლევაანტიგენის ტესტით და 10 505 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 953 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებულიშემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 962 827-.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიურიმაჩვენებელი არის 11.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.76% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.57%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 085 პირი, ხოლო ჯამშიგამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 913 528.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 218 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 953 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 1 925 შემთხვევა, აჭარა – 336, იმერეთი – 218, ქვემო ქართლი – 80, შიდა ქართლი – 65, გურია – 77, სამეგრელოზემო სვანეთი – 126, კახეთი -63, მცხეთამთიანეთი-26, სამცხეჯავახეთი -34, რაჭალეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.