მთავარი მედიცინა საქართველოში covid-19-ის 2176 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში covid-19-ის 2176 ახალი შემთხვევა დადასტურდა

241
0

ბოლო 24 საათში covid-19-ის 2176 ახალი შემთხვევა დადასტურდა გარდაიცვალა 43 პაციენტი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 35 400 ტესტი ჩატარდა, გამოჯანმრთელდა 2838 პაციენტი.
15 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.15%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 7.46% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.21%.

ქვეყნის მაშტაბით დადასტურებული შემთხვევები კი ასე გამოიყურება.
2 176 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 756 შემთხვევა, აჭარაში – 134, იმერეთში – 357, ქვემო ქართლში – 143, შიდა ქართლში – 138, გურიაში – 59, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 243, კახეთში – 236, მცხეთა-მთიანეთში – 58, სამცხე-ჯავახეთში – 42, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 10.