ბათუმის მომსახურების სფეროს კიდევ ერთი მაღალი კლასის, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ობიექტი შეემატა, ავტოსატრანსპორტო პროფილაქტიკური საწარმო „ავტობანი პარტნიორი“ ამიერიდან ავტომფლობელებს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებითა და ულტრათანამედროვე სადიაგნოსტიკო აღჭურვილობით მოემსახურება, სხვადასხვა მარკის ავტომობილის შესაკეთებლად საჭირო მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილებს და სხვა აქსესუარებსაც მომხმარებელი ადგილზევე შეიძენს. ობიექტი, ლეონიძის ქ. #2-ში – 5 თებერვალს საზეიმოდ გაიხსნა და პირველი მომხმარებელიც უკვე მიიღო.