მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება „სიკეთის რეისი“ ზღვაში… /ვიდეო/

„სიკეთის რეისი“ ზღვაში… /ვიდეო/

574
0

-„ამ ქვეყნად ყველა სიკეთე ეკუთვნის იმას, ვინც მხოლოდ სიკეთეს, სიკეთეს, სიკეთეს თესავს…“ ბრეხტის ეს სიტყვები სწორედ მაშინ ამოტივტივდა გონებაში, როცა „კეთილსოფლიდან“ უჩვეულო საზღვაო რეისში გასამგზავრებლად მოწვევა მივიღეთ… ,,სიკეთის დღე აჭარაში”- შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო რამდენიმე დღით გადაიდო, თუმცა 16 აგვისტოს ხსენებული რეისი სიკეთისმყოფელ ეკიპაჟთან ერთად, წელს მეთერთმეტედ გავიდა ზღვაში…

რეისი შოვის ტრაგედიისას დაღუპულთა პატივსაცემად წუთიერი დუმილითა და გემის საყვირების სიგნალებით დაიწყო, სვლა რამდენიმე ხომალდის გემბანზე შეკრებილი უამრავი ადამიანის, მათ შორის ქალაქის ინტელიგენციის, ხელოვნებისა და პოეზიის სფეროს, პრესისა და ტელევიზიების წარმომადგენელთა თანხლებით სიკეთისა და სიყვარულის ზეიმად გადაიქცა და ნელ-ნელა აზარტში შევიდა, იყო ოვაციები, ცეკვა, ლექსი და სიმღერა, სიყვარულისა და სიკეთის ეიფორია.

„სიკეთის დღის“ ორგანიზატორის, კეთილსოფლის დამფუძნებლისა და მრავალი კარგი საქმის ინიციატორის – ქალბატონი ნანა სარიშვილის განცხადებით, რომ არა ქალაქის მერიისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი სხვადასხვა კომპანიის, ასევე კომპანია მეტრო ფოინთის, ახალგაზრდა შემომქმედთა ჯგუფის, იახტკლუბის ხელმძღვანელობისა და სხვათა მხარდაჭერა, ეს ღონისძიება ასეთი  მასშტაბური და წარმატებული ვერ იქნებოდა…