მთავარი ვიდეორეპორტაჟი კანონი და სამართალი სომხური „სიურპრიზები“ აზერბაიჯანული მიწების 30-წლიანი ოკუპაციის შემდეგ /ვიდეო/

სომხური „სიურპრიზები“ აზერბაიჯანული მიწების 30-წლიანი ოკუპაციის შემდეგ /ვიდეო/

206
0

2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივ დეკლარაციაზე ხელმოწერის მიუხედავად, რომლის თანახმად ყველა საომარი მოქმედება სრულად უნდა შეწყვეტილიყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და სომხეთს ჯარები უნდა გაეყვანა აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, მან შეთანხმების უგულვებელყოფით განაგრძო ნაღმების განთავსება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს ფაქტი არაერთხელ დადასტურდა ჩატარებული განაღმვის ოპერაციების დროს აზერბაიჯანის სხვადასხვა რაიონებში, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განთავსებული ქვეით და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების აღმოჩენისას, რომლებიც სომხეთში 2021 წელს გახლდათ დამზადებული ანუ 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივ დეკლარაციაზე ხელმოწერიდან კარგა ხნის შემდეგ.

ნაღმების განთავსების გაგრძელების ფაქტი კიდევ უფრო ზრდის ნაღმების ჰუმანიტარულ საფრთხეს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. 2020 წლამდე აზერბაიჯანი, სომხეთის მიერ მისი ტერიტორიის ოკუპაციის შედეგად, ნაღმებით/ასაფეთქებელი ნივთიერებებით (ERW), მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქვეყანა გახლდათ.
ახალი ნაღმების განთავსების ფაქტი მოწმობს, რომ სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული აგრესიული პოლიტიკა გრძელდება. ის, რომ სომხეთი არ თანამშრომლობს მის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის დროს განთავსებული ნაღმების აღმოჩენის საკითხში, არის ომის დანაშაული და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთს.
აზერბაიჯანის მთავრობა ახორციელებს ფართომასშტაბიან ჰუმანიტარულ განაღმვის ოპერაციებს,  ნაღმები გვხვდება ისეთ ტერიტორიებზეც კი, სადაც აქტიური სამხედრო ოპერაციები არ ჩატარებულა. სომხეთმა ეს ნაღმები დაამონტაჟა დაბრუნებული მშვიდობიანი აზერბაიჯანელებისათვის ზიანის მიყენების მიზნით, რაც სერიოზული სამხედრო დანაშაულია.

აზერბაიჯანის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აღმოჩენილი ნაღმებისა და ასაფეთქებელი საბრძოლო მასალის უმეტესი ნაწილის მწარმოებელია შპს „ჰაიკ-მეგი“, სომხური კომპანია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთის სამხედრო-სამრეწველო სფეროში, დაარსდა 1991 წელს და მდებარეობს ერევანში. „ArmHiTec-2016“-ზე კომპანიის მიერ წარმოებული „PMN-E“, „PMN-2“, „POMZ-2“, „OZM-72“, „MON-50“, PFM-1 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები გამოიფინა თავდაცვის ინდუსტრიის გამოფენაზე, რომელიც სომხეთში 2016 წელს გაიმართა.

სომხეთის მიერ სახმელეთო ნაღმების უკონტროლო გამოყენება კვლავაც იწვევს უზარმაზარ დაზიანებებს და ტანჯვას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ნაღმებით მომდინარე ჰუმანიტარულმა საფრთხემ შექმნა ჰუმანიტარული საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ყველაზე დიდ ყურადღებას მოითხოვს.

ძირითადი მონაცემები აზერბაიჯანში ნაღმების პრობლემის შესახებ

დაბინძურების საერთო ფართობი (შეფასება) – 1 028 558 ჰა (ქვეყნის ტერიტორიის 11,8%)

განთავსებული ნაღმების რაოდენობა (შეფასება) 1 500 000

უკვე განაღმული ან აღმოჩენილი ნაღმებისგან თავისუფალი მთლიანი ფართობი – 133 192.3 ჰა (12.94% დანაღმული ფართობისა)

აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერების რაოდენობა 118517

მათ შორის: ნაღმები – 51 110; ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი – 31 974; ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი – 19 136

აუფეთქებელი საბრძოლო იარაღი – 67 407

2020 წლის 10 ნოემბრის შემდეგ მომხდარი ინციდენტების რაოდენობა – 210

დაღუპულთა რაოდენობა 2020 წლის 10 ნოემბრის შემდეგ – 353

მოკლულია – 65; დაშავებული – 288

დაღუპულთა რაოდენობა 1991 წლის შემდეგ – 3432

მათ შორის: ბავშვები – 358; ქალები – 38

 2020 წლამდე ნაღმების ჩანაწერების გასაიდუმლოება და ნაღმების განთავსება, ნაღმების ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით შეუთანხმებლობა წარმოადგენს სამხედრო დანაშაულს. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, სომხეთი აგრძელებს უპასუხისმგებლო მოქმედებას ნაღმების განურჩევლად განთავსებაზე, განთავსებული ნაღმების და ამ ნაღმების მსხვერპლთა შესახებ სრული ინფორმაციის არ გამჟღავნებაზე.
სომხეთის ასეთი ქმედებები არ ემსახურება არც სტაბილურობას, არც მშვიდობას და თანამშრომლობას რეგიონში. პირიქით, ეს ადასტურებს, იმას რომ სომხეთის ხელმძღვანელობის აგრესიული პოლიტიკა გრძელდება.

ნაღმების განთავსების გაგრძელებით, სომხეთი, ასევე ცდილობს ხელი შეუშალოს ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის განხორციელებას და ხელი შეუშალოს ათასობით იძულებით გადაადგილებული პირის განუყოფელი უფლების რეალიზებას, თითქმის 30-წლიანი ეთნიკური წმენდის შემდეგ, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად.

მოამზადა მერაბ ჯინაშვილმა