სტამბოლში,ხალხმრავალ, ისტიკლალის ქუჩაზე აფეთქება მოხდა.
აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას, თურქეთის მედია ავრცელებს.
თურქული მედიის მათი ცნობით, მოპოვებული ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ქალმა განახორციელა.
აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება,მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლის გენერალურმა პროკურორმა აფეთქება ტერორისტულ ქმედებად შეაფასა.
შემთხვევა დღეს საქართველოს დროით დღის მეორე ნახევარში მოხდა.
ადგილზე ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიციაა მობილიზებული.