მთავარი მედიცინა ტექნოლოგიის განვითარებამ ზოგადი ქირურგიული ოპერაციებიც შეცვალა… ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგია უფრო კომფორტულია პაციენტისთვის…

ტექნოლოგიის განვითარებამ ზოგადი ქირურგიული ოპერაციებიც შეცვალა… ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგია უფრო კომფორტულია პაციენტისთვის…

34
0

გამარჯობა, მე ნანა სარიშვილი ვარ. ვარ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი თურქეთის წამყვან სამედიცინო კლინიკებში. ამჟამად ვიმყოფები სამსუნში და ჩემი სტუმარია Liv Hospital-ის ერთ-ერთი წამყვანი ექიმი, ზოგადი ქირურგი სულთან აიაზ. დღეს ის უპასუხებს ქართული პაციენტების მიერ ხშირად დასმულ კითხვებს.

ტექნოლოგიის განვითარებამ ზოგადი ქირურგიული ოპერაციებიც შეცვალა…

ექიმი სულთან აიაზ – ზოგადი ქირურგი, სამსუნის ჰოსპიტალი

დიდი მადლობა. მე გახლავართ ზოგადი ქირურგი, ექიმი სულთან აიაზ, დაახლოებით ერთი წელია, რაც სამსუნის ლივ ჰოსპიტალში ვსაქმიანობ. ძირითადად, ვმუშაობ სიმსუქნის ქირურგიასა და ონკოლოგიურ შემთხვევებზე. ამ კლინიკამდე სამი წლის გამოცდილება მქონდა ზოგად ქირურგიაში და მანამდე სინოფის პროვინციაში ვმუშაობდი.

  • როგორ ვითარდება ზოგადი ქირურგია დღეს?

დღესდღეობით, ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთადზოგადი ქირურგიული ოპერაციებიც შეიცვალატრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, ახლა ლაპაროსკოპიული და რობოტული ქირურგია უფრო კომფორტულია პაციენტისთვის:

  • ოპერაციის შემდეგ პაციენტი ნაკლებ ტკივილს განიცდის
  • ავადმყოფობის შემდეგ ჰოსპიტალში ყოფნის პერიოდი მცირდება
  • ინფექციის რისკი მცირდება
  • როგორია ლაპარასკოპიული და ტრადიციული ქირურგიის მთავარი განსხვავებები?

ჩვენს კლინიკაში ოპერაციები ძირითადად ლაპაროსკოპიული მეთოდით სრულდება. როგორც აღვნიშნე, ამ ტექნოლოგიას დიდი უპირატესობა აქვს, რადგან:

  • ოპერაციის ჭრილობები გაცილებით მცირე ზომისაა
  • ინფექციის რისკი მნიშვნელოვნად მცირდება
  • ოპერაციის შემდეგ ტკივილი ნაკლებია
  • ქირურგისთვისაც უფრო კომფორტულია ოპერაციის ჩატარება

ამდენად, დარწმუნებული ვარ, რომ სამომავალოდ ლაპაროსკოპიულ ქირურგიას რობოტული ქირურგია ჩაანაცვლებ.

  • ბატონო სულთან, ომელი სიმპტომები არ უნდა უგულვებელყოს ადამიანმა და აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს?

თუ ადამიანს აღენიშნება შემდეგი სიმპტომები: წონის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, ახალადდაწყებული ყაბზობა, საყლაპავიდან ან სწორი ნაწლავიდან სისხლდენა, ანემია (სისხლის ნაკლებობა) – განსაკუთრებით 45 წელს გადაცილებულ პაციენტებში, ეს სიმპტომები შეიძლება ონკოლოგიური დაავადების ნიშანი იყოს, ამიტომ აუცილებელია ზოგადი ქირურგის კონსულტაცია.

ალბათ იკითხავთ თუ რა გამოკვლევებია რეკომენდებული ასაკის მიხედვით და მეც გიპასუხებთ, რომ 50 წლის შემდეგ კეთდება ენდოსკოპია და კოლონოსკოპია, კუჭისა და ნაწლავის კიბოს გამოსარიცხად; 40 წლის შემდეგ ქალებში – მამოგრაფია და მკერდის ულტრაბგერითი გამოკვლევა, მკერდის კიბოს დასადგენად.

  • რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი ქირურგიული ჩარევების თავიდან ასაცილებლად?

ქირურგიული ჩარევის თავიდან ასარიდებლად, მნიშვნელოვანია სწორი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა, რაც გამოიხატება შემდეგში: მინიმუმ 7 საათიანი ძილი, დილით ადრე გაღვიძება, ყოველდღიურად მინიმუმ 30 წუთიანი სეირნობა ფეხით და კარბოჰიდრატების (ტკბილეულის, თეთრი ფქვილის, პურ -ფუნთუშეულის) შემცირება და ასე შემდეგ.

  • რა ტიპის ჩივილებით მოდიან ყველაზე ხშირად პაციენტები?

ჩვენს კლინიკაში პაციენტები ძირითადად კუჭნაწლავის კიბოსა და სიმსუქნის პრობლემებით მოდიან. განსაკუთრებით სხვა ქვეყნებიდან და ქალაქებიდან ჩამოსული პაციენტების მიმართ ძალიან ყურადღებიანები ვართ, რათა მათი მკურნალობის პროცესი მაქსიმალურად დავაჩქაროთ. ხანდახან პაციენტებსა და ქირურგებს შორის კომუნიკაციაში პრობლემები იქმნება, რადგან ზოგჯერ პაციენტები ვერ აცნობიერებენ თავიანთი დაავადების სერიოზულობას და ქირურგის მიერ მიწოდებული ინფორმაცია სწორად არ ესმით.
განსაკუთრებით სიმსუქნის ქირურგიაშიოპერაცია მხოლოდ დასაწყისია – პაციენტმა აუცილებლად უნდა დაიცვას დიეტა ოპერაციის შედეგების შესანარჩუნებლად.

  • როგორია თქვენი მიდგომა პაციენტებთან?

პირველ რიგში, ყველა პაციენტს ვუდგებით მთელი გულისყურით, რადგან მათი ჯანმრთელობა და შესაბამისად კმაყოფილება, ექიმის ყველაზე დიდი გამარჯვებაა. ჩვენს კლინიკაში ყველაზე ხშირად ტარდება: გასტროქტომიული სლივი (Sleeve Gastrectomy) – მუცლის მცირე ზომის მილად გარდაქმნა, რაც საკვების მიღებას ამცირებს. ასევე გასტროქტომიული ბაიპასი (Gastric Bypass) – საკვების შეწოვის შემცირება, რაც წონაში კლებას უწყობს ხელს.

  • რა არის ქირურგისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა პაციენტებთან ურთიერთობისას?

მაგალითად სიმსუქნის ქირურგიის საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია ძირფესვიანად გამოვიკვლიოთ ვის შეიძლება ჩაუტარდეს ოპერაცია? თუ სხეულის მასის ინდექსი (BMI) 40- აღემატება – პირდაპირ ოპერაციის კანდიდატია. თუ BMI 35-40-ის ფარგლებშია და აქვს დამატებითი დაავადებები (დიაბეტი, მაღალი წნევა, ძილის აპნოე და ..) – ოპერაციისთვის შესაფერისია. თუ BMI 30-35-ის ფარგლებშია და აქვს არაკონტროლირებადი დიაბეტი – შესაძლებელია ოპერაციის განხილვა.

  • როგორ უმკლავდებით რთულ და ემოციურ სიტუაციებს? 

მე, როგორც ზოგადი ქირურგიის სპეციალისტი, 1000-ზე მეტ წარმატებულ ოპერაციასა და 2000-ზე მეტ ენდოსკოპიურ და კოლონოსკოპიურ პროცედურას ვატარებ.

ქართველ პაციენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მკურნალობით, სიამოვნებით მივიღებთ ჩვენს კლინიკაში!
აქვე ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას გიხდით სტუმრობისა და ჩვენი საქმიანობით დაინტერესებისთვის!

  • დიდი მადლობა პაციენტებისთვის საინტერესო კითხვებზე კომპეტენტური და ამომწურავი პასუხებისთვის… გვეიმედებით!..

კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ, მზად ვართ ქართველი სტუმრების სამსახურისთვის! ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!

ყურადღება! ბატონ სულთანთან ვიზიტების დასაჯავშნად სამსუნსა და საქართველოში, დაუკავშირდით:

ქალბატონ ნანა სარიშვილს, ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენელს

თურქეთის წამყვან კლინიკათა ქსელებშიტელ: 577 59 41 59