უკანონოდ აშენებული და ამისთვის ზუსტად შვიდჯერ დაჯარიმებული ამ უსახური შენობების კასკადი ბათუმის საკრებულოს 16 სექტემბრის სხდომაზე მმართველი გუნდისა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებისა და სხდომის ჩაშლის მიზეზი გახდა…
თემის საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე საინფორმაციო-ანალიტიკური პროგრამა „მედიატორისთვის“ თემის განვრცობა გადავწყვიტეთ და მეტი ვიზუალისთვის გოგოლის ქუჩის #2-ში, იქ სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, გადამღები ჯგუფი მივავლინეთ.
ტვ12-ის კამერისა და მიკროფონის გამოჩენამ აშკარად დაურღვია კომფორტი მშენებლობის მეპატრონეს და ჟურნალისტებს დაცვის სამსახური მიუსია, რომელმაც მედიის თანამშრომლებზე იძალადა და პროფესიული მოვალეობის შესრულების საშუალება არ მისცა.
კარგად დაიხსომეთ ეს სახეები, მათი იდენტიფიცირება შესაბამის უწყებებს ნამდვილად არ გაუჭირდებათ, მათ პასუხი უნდა აგონ თავიანთი საქციელისთვის, ამიტომ შესაბამისი რეაგირებისთვის მივმართავთ იმ ორგანოებს, ვისაც ასეთი თავზე ხელაღებული ვაიდამცველების პასუხისგებაში მიცემა ევალება.