მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება უკრაინაში – ომის დაწყებიდან დღემდე 143 ბავშვი დაიღუპა, 216 კი დაშავდა

უკრაინაში – ომის დაწყებიდან დღემდე 143 ბავშვი დაიღუპა, 216 კი დაშავდა

324
0

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 28 მარტის მდგომარეობით, უკრაინაში სულ 143 ბავშვი დაიღუპა და 216 დაშავდა.
ინფორმაცია, ამის შესახებ რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ Telegram-ის მეშვეობით გაავრცელა.

„28 მარტის მონაცემებით,  დადასტურებული წყაროების მიხედვით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე დაიღუპა – 143 და დაშავდა 216 ბავშვი.“, – განაცხადა დენისოვამ.
ამასთან, დენისოვამ განმარტა, რომ დაღუპული და დაჭრილი ბავშვების რეალური რაოდენობა აქტიური საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე საბოლოო არ არის.