მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის თურქეთში, სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებები დასრულდა

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის თურქეთში, სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებები დასრულდა

356
0

უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის თურქეთში, სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებები დასრულდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. 

როგორც მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, მხარეები დიალოგის მაგიდას უახლოეს დღეებში კვლავ მიუსხდებიან.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, უკრაინის დელეგაციაში განაცხადეს, რომ „სჭირდებათ ბევრი ქვეყანა, მათ შორის თურქეთი, როგორც გარანტი”. 

რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები სტამბოლში გაიმართა. მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეებს თურქეთის პრეზიდენტმა, რაჯეფ თაეფ ერდოღანმა მიმართა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.