მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება უფასო სამედიცინო მომსახურეობა

უფასო სამედიცინო მომსახურეობა

261
0

9-11 ივნისს აჭარის ონკოლოგიურ ცენტრსა და რესპუბლიკურ ფსიქონევროლოგიურ კლინიკურ საავადმყოფოში ექიმთა ლიგის ორგანიზებით სამედიცინო აქციები გაიმართება. ღონისძიება, რომელიც ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, ბათუმის მაცხოვრებლებს შესაძლებლობას მისცემს უსასყიდლოდ მიიღონ მაღალკვალიფიციური ექიმების სამედიცინო მომსახურება.
9 ივნისს ადგილობრივი ექიმებისათვის ჩატარდება ტრენინგი თემებზე: ხველის თანამედროვე მენეჯმენტი და მათი მართვის პრინციპები, ასევე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა მართვის თანამედროვე მენეჯმენტი.
10 ივნისს ლიგის ორგანიზებით ჩატარდება მოსახლეობის უფასოდ გასინჯვის აქცია შემდეგი დაავადებების მიხედვით: პულმონოლოგია, გასტროენტეროლოგია, ალერგოლოგია, კომპიუტერული სპირომეტრია, დერმატოლოგია, ორთოპედ-ტრავმატოლოგია და რევმატოლოგია.
ხოლო 11 ივნისს ექიმთა ლიგის დამფუძნებელი და მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი ბარბარე ბეზარაშვილი რესპუბლიკურ ფსიქონევროლოგიურ კლინიკურ საავადმყოფოში განახორციელებს პაციენტების მიღებას შემდეგი მიმართულებებით: ალერგოლოგია-ბრონქული ასთმა, ალერგიული რინიტი, ალერგიული კონიუქტივიტი, ჭინჭრის ციება, კვინკეს შეშუპება, ატოპიური დერმატიტი დასხვა ალერგოზები და კომპიუტერული სპირომეტრია.