ჩემი სული ცას უხმობს.
ჭეშმარიტად!-კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს.
თუმცა, შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა,
ჯვარს ვერ ვკადრებ, ქრისტეს მერე ზედ იუდა გავაკრა.
შერცხვენილი, წარწყმედილი ეგდოს ქვეყნად, ეთრიოს,
ხოლო შენზე მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს,
რწმენა ძნელად გადარჩება, ხატი-უფრო ადვილად,
ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად, ქრისტე აღსდგა ნამდვილად!
ზვიად გამსახურდია
მართლმადიდებელი სამყარო უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ღამისთევის მსახურება შესრულდება.
მწუხრის ლოცვის შემდეგ ტაძრების გარშემო ლიტანიობა, ლოცვითი მსვლელობა დაიწყება, რომლის დროსაც სასულიერო პირები, ტაძრის მსახურები და მრევლი ხატებით, ჯვრებითა და სანთლებით აღდგომის საგალობელს იგალობებენ. ლიტანიობის შემდეგ ტაძრებში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდება.