მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ღირსეული მეგობრისა და კოლეგის ხსოვნას

ღირსეული მეგობრისა და კოლეგის ხსოვნას

333
0

თეა ვადაჭკორია

წუთია წუთისოფელი, არავინ იცის, ვის სად უმუხთლებს ბედისწერა და ერთ დროს სისხლსავსე ცხოვრება კაცისა, როდის იქცევა მარადისობად…

ისიც მარადისობას შეუერთდა, უბედურმა შემთხვევამ შეიწირა მისი ლამაზი, ხალისიანი და მუდამ გულანთებული ცხოვრება… მეხის გავარდნას ჰგავდა თეას გარდაცვალება, ყველა, ვისაც კი ერთხელ მაინც ჰქონია მასთან შეხება, გულწრფელი ცრემლით ეძებს ნუგეშს, რადგან აქ სიტყვები უძლურია…

ათეული წლები გვაკავშირებს თეა ვადაჭკორიასთან, როგორც აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელთან, სწორედ ამ წლებმა და მისმა უშუალობამ თუ კომუნიკაბელურობამ საქმიანი ურთიერთობა მეგობრობაში გადაზარდა, უანგარო, გულწრფელ და ნამდვილ მეგობრობაში, რაც არაერთგზის გამოვცადეთ კიდეც…

მან, როგორც ღირსეულმა კოლეგამ, წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენში, ამიტომაც განსაკუთრებით გვიმძიმს ამ რეალობასთან შეგუება… ვლოცულობთ მისი ლამაზი სულისათვის და გულწრფელად თანავუგრძნობთ ოჯახს, კოლეგებსა და მრავალრიცხოვან სამეგობროს.

მედიაჯგუფი „აჭარა P.S“