თბილისში, გლდანის მეორე მიკრო/რაიონში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად დაღუპულები არიან ერთი ოჯახის წევრები – დედ–მამა და სამი არასრულწლოვანი.
ოჯახი ბინაში ქირით ცხოვრობდა
როგორც კომპანიაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, შემთხვევის ადგილას მისვლის დროს თბილისი ენერჯის თანამშრომლებმა გაზქურის ღია ღუმელი აღმოაჩინეს.
ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ–კრიმინალისტები მუშაობენ.