35 წლამდე ქალის გატაცებისა და ჯგუფურად გაუპატიურებისთვის 4 კაცი დააკავეს – ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, 3 დღის წინ რუსთავში ქალი ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს, ცენტრალური პარკის მიმდებარედ სამშენებლო მასალის მომპოვებელ კარიერთან მიიყვანესდა შემდეგ მასზე იძალადეს.
კაცები ქალს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი მასზე სექსუალურად იძალადეს.
ტელეკომპანია “ფორმულა” წერს, რომ ყველა დაკავებულს ბრალი თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით აქვს წარდგენილი. ასევე, დაკავებულთაგან 3-ს გამოძიება გენდერული და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურად გაუპატიურებას ედავება.