მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება შუახევის მუნიციპალიტეტში – კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შუახევის მუნიციპალიტეტში – კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

168
0

შუახევის მუნიციპალიტეტში კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

პროექტი, პრემიერ მინისტრის ინიციატივით,  განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

,,თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კულტურის ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს დასაქმებულთა სამუშაო პირობების და დაბის იერსახის გაუმჯობესებას.

კეთილმოეწყობა კულტურის ცენტრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.  ასევე, დაგეგმილია ღიამუზეუმის მოწყობა.  სამშენებლო სამუშაოებზე 1 175 000 ლარია გათვალისწინებული“-აცხადებს ომარ ტაკიძე.