მთავარი სხვადასხვა ჩეხეთის საელჩომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 190 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადასცა

ჩეხეთის საელჩომ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 190 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადასცა

227
0

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკური საავადმყოფოს 190 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თანამედროვე სამედიცინო ინვენტარი კლინიკას, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ჩეხეთის საელჩომ გადასცა. კერძოდ გადაეცათ ჩვილის სხივური გამათბობელი, ელექტროკუაგულაციის დანა, რეანიმაციული პედანტი და სამშობიარო საწოლი.

შეხვედრას ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობების მინისტრის მოადგილე მიქელა მარსოვა, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ესწრებოდნენ.

ლიკა შარაძე