ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ
ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე, წინასწარი მონაცემებიგამოაქვეყნა.
წინასწარი მონაცემებით, „ოცნების“ კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ გაიმარჯვა.
ცესკოს, წინასწარი მონაცემის თანახმად 14 საარჩევნო უბნის წინასწარი პირველადი მონაცემებით, ბათუმის საკრებულოს წევრის არჩევნებში ” ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მათე ფუტკარაძემ 31% – 3233 ხმა, ხოლო “ქართული ოცნების“ კანდიდატმა 69% – 7190 ხმა მიიღო.
რაც შეეხება საჩივრებს ცესკოს ცნობით, ამ დროისთვის ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 29 საჩივარი.