ქედის მუნიციპალიტეტში კანტაურა-ტიბეთას მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ხიდის სამშენებლო სამუშაოები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა. უკვე დასრულდა ხიდის საყრდენი ბურჯების და მალების მოწყობის სამუშაოები. ამ ეტაპზე სავალი ნაწილის არმირების სამუშაოები ხორციელდება. ახალი ხიდით სამი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს. ხიდი, აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ტურისტულ მარშუტზე ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.