„ბათუმის წყალი“ წყალმომარაგების ქსელის მოწყობის სამუშაოებს ასრულებს. სამუშაოები უკვე დასრულდა აეროპორტის გზატკეცილზე, სადაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის წყალმომარგების ახალ ქსელზე დაერთება განხორციელდა. აღნიშნულ აბონენტებს წყალი 24 საათიან, უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.