https://www.youtube.com/watch?v=M0WTtAw08-E&ab_channel=%E1%83%A2%E1%83%9512TV12
დასრულდა ერთკვირიანი ტურნე აჭარაში, რომლის ფარგლებშიც ტელეკომპანია ტვ12-ის სპეციალური მოწვევით რეგიონს უკრაინის ქალაქ ბილა ცერკოვის მომღერალთა და მოცეკვავეთა 30-კაციანი ჯგუფი სტუმრობდა. უკრაინელი ხელოვანები ტვ12-ის გადაცემაში „ხალხთა მეგობრობა ხელოვნების სახელით“ მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ და სამშობლოდან ხალხური თუ თანამედროვე ხელოვნების ნინუშები ჩამოგვიტანეს. გადაღებები გონიო-აფსაროსის ციხის კედლებში მიმდინარეობდა.
სატელევიზიო გადაღებების პარალელურად სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ რეგიონის ღირსშესანიშნაობები, ეწვივნენ ქობულეთის მუზეუმს, ტელეკომპანია ტვ12-ს, გაისეირნეს საბაგირო გზით, მოინახულეს ფერმერ გიორგი ცეცხლაძის ღვინის სახლი, გაიარეს ქართული ხალხური ცეკვების მასტერკლასები.
მსგავსი ტურნეები და გადაცემები ხელს უწყობს აჭარის რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციას მეზობელ ქვეყნებში. პროექტის ხელშეწყობისთვის მადლობას ვუხდით აჭარის მთავრობას, გონიოს ნაქალაქარის ადმინისტრაციას, ქობულეთის მუზეუმის დირექციას.
სპეციალურ გადაცემას კი ჩვენი მაყურებელი დაახლოებით ორ კვირაში იხილავს.