მთავარი ვიდეორეპორტაჟი სოფლის მეურნეობა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სოიოს გადამამუშავებელი საწარმო მოეწყო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სოიოს გადამამუშავებელი საწარმო მოეწყო

486
0

სოიოს მცენარეული რძის წარმოების მიმართულებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სოიოს გადამამუშავებელი საწარმო მოეწყო.  შპს  ,,ჯეოსოიადაათვალიერეს და საწარმოო პროსესს ადგილზე გაეცნენ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე და  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები.

საწარმო სოფლის მეურნეობის სამინისტროს (იპ) აგროსერვის ცენტრის 2021 წლის პროგრამის  სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, 28300 ლარით დაფინანსდა. საწარმო სოიოსგან სხვადასხავა პროდუქციის წარმოებას გეგმავს, რომლითაც მოამარაგებს ადგილობივ ბაზარს.

გიორგი სურმანიძის განცხადებით, მსგავსი ტიპის საწარმოების ხელშეწყობა განსაკუთრებითმნიშვნელოვანია, რადგან ის ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს.  სამინისტრო ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. ჩვენი მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა მეწარმეებს დამატებით ბიძგს აძლევს წარმოებისგანვითარებაგაფართოებისთვის. 2021 წელს სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის  ფარგლებში, დაფინანსდა 18 პროექტი, რომლის მიზანია ხელიშეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას.

სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.