დღეს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ჩატარდა. სხდომაზებიუროს წევრებმა 5 საკითხი მოისმინეს.
განკარგულების პროექტის თანახმად, 2022 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მოსახლეობასთან საჭიროებების შესაბამისად გზების მოწყობას, გარე განათებას, საბავშვო ატრაქციონისა და სანიაღვრე არხისმოწყობას მოხმარდება.
სხდომაზე დასამტკიცებელ საკითხთაგან ერთ–ერთია განკარგულების პროექტი, რომელიც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს.
ბიუროს სხდომაზე ასევე წარდგენილი იყო საკითხი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“-ს თავმჯდომარის მოადგილის გათავისუფლება–დანიშნვის შესახებ.