მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღი გაიხსნა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში – ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღი გაიხსნა

803
0

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღი გაიხსნა.

გახსნის საზეიმო ცერემონიას მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე,  საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძე, საკრებულოს წევრები, მერიის თანამშრომლები დასხვადასხვა უწყებიდან მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ახალაშენებული საბავშვო ბაღი უმაღლესი სტანდარტების მქონე შენობაა, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა მასალით აშენდა.

მოსახლეობის მოთხოვნის და საჭიროებიდან გამომდინარე საბავშვო ბაღი 250 აღსაზრდელზეა გათვლილი.

შენობა აღჭურვილია: ორი ლიფტით, სახანძრო უსაფრთხოების ვიდეო სამეთვალყურეო სისტემებით, სამზარეულოდამხმარე სათავსოთი, სასადილო, სველი წერტილებით, საძილედა სამყოფი ოთახებით, მომსახურე პერსონალის ოთახით, ბაღს აქვს კეთილმოწყობილი ეზო, ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ატრაქციონები, სათამაშო მოედნები, სპორტული დარბაზი და მუსიკის კაბინეტი.

პროექტის სამშენებლო სამუშაოებს შპსმტმაწარმოებდა, მშენებლობის საერთო ღირებულებამ 2 500 000 ლარი შეადგინა“-აცხადებს ზაზა დიასამიძე.