მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ხიმშიაშვილების საგვარეულო შეკრებაზე წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვეს

ხიმშიაშვილების საგვარეულო შეკრებაზე წარმატებული სტუდენტები დააჯილდოვეს

26
0

23 ნოემბერს ხიმშიაშვილების ორი შტოს (ორი ძმის ნამრავლის) უსტალიშვილების და ყავთანაღიშვილების შთამომავალთა საგვარეულო შეკრება გაიმართა. გაჩნდა იდეა, სამომავლოდ დასავლეთ საქართველოს ხიმშიაშვილების საგვარეულო შეხვედრა ყოველ წლის 23 ნოემბერს (გიორგობას) აღინიშნოს, ვინაიდან საგვარეულო გერბზე გამოსახულია ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი… წელსაც 23 ნოემბერი, შეკრების დღედ ამ ნიშნით შეარჩიეს მისმა ორგანიზატორებმა.


საღამოს ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები: შუხევის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი მირიან აბაშიძე, ზამლეთის თემის დეპუტატი, შუახევის საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე გიორგი კეკელიძე, მაღალმთიანი აჭარის ახალგაზრდული კავშირის ხელმძღვანელი ამირან კაკალაძე, ასევე ხიმშიაშვილების შტოს სხვა წარმომადგენლები (მემედაღიშვილი, სელიმაღიშვილი), ნიგაზეულის შერიფ ხიმშიაშვილის სახელობის საჯარო სკოლის დირექტორი შაქრო ხიმშიაშვილი, ღირსეული ახალგაზრდა რომან ხიმშიაშვილი…

გვარის წარმომადგენლები თავდაპირველად დიდი წინაპრის სელიმ ხიმშიაშვილი ძეგლთან შეიკრიბნენ, სამახსოვრო ფოტობი გადაიღეს და გვარის წარმატებული სტუდენტი-ახალგაზრდები სიგელებით დააჯილდოვეს. სამომავლოდ დაანოსდა ყველა (8 შტოს) ხიმშიაშვილების საერთო საღამოს აღნიშვნა… შეკრებას ტრადიციულად ორგანიზება გაუწია გოგიტა ხიმშიაშვილმა.