მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ხულოში ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავი აღინიშნა

ხულოში ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავი აღინიშნა

271
0

დღეს ხულოში მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, თანამშრომლები, ა(ა)იპ აჭარის ა.რ. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა გაერთიანება „ომგადახდილის“ ხულოს რაიონული ფილიალის წარმომადგენლები და მოქალაქეები სამამულო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ, 9 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სამამულო ომში დაღუპულები გაიხსენეს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ და საკრებულოს სოციალურ კომისიის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნარგიზ დეკანაძემ.
ღონისძიებაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო სამამულო ომის თემატიკასთან დაკავშირებული მუსიკალური ნომრები. ღონისძიების დასასრულს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ბეღლეთში სამამულო ომის ვეტერანის იოსებ კახაძის საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას. იოსებ კახაძე გასულ წელს, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეორე მსოფლიო ომში ხულოს მუნიციპალიტეტიდან 750 ადამიანი მონაწილეობდა. მათგან 247 გარდაცვლილი და უგზოუკვლოდ დაკარგულია.