- როსტომ გუნთაიშვილი, ქ. ქობულეთი, საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, 70 წლის, სხვადასხვა წლებში მუშაობდა ძალოვან უწყებებში როგორც რიგით, ისე ხელმძღვანელ თანამდებობებზე, იყო აჭარის ა/რ პირველი მოწვევის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ლექციებს კითხულობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის.
- გურამ თხილაიშვილი, სოფ. ხუცუბანი, დამსახურებული აგრონომი, 82 წლის, იყო მთავარი აგრონომი ხუცუბნის კოლმეურნეობაში, სხვადასხვა წლებში მუშაობდა ფიტოპათოლოგიის კვლევით ინსტიტუტში უფროს ლაბორანტად, ასევე საკავშირო სამეცნიერო – კვლევით ინსტიტუტში.
- ია ხარაზი, სოფ. კვირიკე, ცხოვრობს და მოღვაწეობს ქ. თბილისში, არის სამართლის აკადემიური დოქტორი, 66 წლის. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და იურიდიული ფაკულტეტები, თსუ-ს ასპირანტურა. არის სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქუთაისის სახ, უნივერსიტეტის განსაკუთრებული სტატუსით მიწვეული პროფესორი, ლექციებს კითხულობდა თსუ-ს საერთასორისო სამართლის ფაკულტეტზე. ი. ხარაზის სამეცნიერო კვლევის ობიექტია საბაჟო, საერთაშორისო საბაჟო, საგადასახადო, სამოქალაქო სამართალი. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის და 20-ზე მეტი მონოგაფიის ავტორი.
- ნუგზარ ოქროპირიძე, სოფ. ქაქუთი, სწავლული აგრონომი, ეკონომისტ-ორგანიზატორი, ზოოტექნიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, 71 წლის. ამჟამად აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვისცენტრის აგრონომ – კონსულტანტია, მიღებული აქვს აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი.
- მარლენ აბრამიშვილი, ქ. ქობულეთი, 84 წლის, გახლავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი – აკადემიკოსი, მრავალი გამოგონების ავტორი. წლების მანძილზე მოღვაწეობდა უკრაინასა და რუსეთში, იყო მოსკოვის საავტომობილო კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ – მუშაკი.
- დალი კომახიძე, სოფ. აჭყვისთავი, მედდა, 71 წლის, საშუალო სპეციალური განათლებით, არის აჭყვისთავის სასოფლო საფერშლო პუნქტის ექთანი. განსაკუთრებულად გამოჩნდა მისი პროფესიონალიზმი და სამსახური თანასოფლელების წინაშე პანდემიის დროს.
- გურამ ნიკოლაიშვილი, ქ. ქობულეთი, 69 წლის, მოღვაწეობს თბილისში, არის გენერალ-ლეიტენანტი, დამთავრებული აქვს თბილისის უმაღლესი საარტილერიო სასწავლებელი, ლენინგრადის სამხედრო აკადემია, გენერალური შტაბის აკადემიის უმაღლესი სააკადემიო კურსი, წლების მანძილძე მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობებზე, იყო მინისტრის მოადგილე, სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსი.
- მანუჩარ ზედგენიძე, ქ. ქობულეთი, პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, 75 წლის, წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა „ინტურისტის“ სასტუმრო „კოლხეთს“, იყო ქობულეთის გამგებლის მოადგილე. ამჟამად ეწევა კერძო ბიზნესს.
- ნომინაცია „ოჯახური წყვილი“ – გოგი გოგიტიძე, ქ. ქობულეთი, ექიმი თერაპევტი, ტურიზმის დარგის დამსახურებული მუშაკი, 71 წლის, წლების მანძილზე იყო ქობულეთის რაიონული ცენტრალური პოლიკლინიკის მთავარი ექიმი, აჭარის კურორტთა მართვის ქობულეთის ტერიტორიული საბჭოს თავმჯდომარე. ამჟამად ეწევა კერძო ბიზნესს ტურისტულ სფეროში. მეუღლე – სოფიო რუხაძე, ქ. ქობულეთი, ექიმი მეან-გინეკოლოგი, 66 წლის, 1979 წლიდან დღემდე არის ქალთა კონსულტაციის გამგე.
- ნომინაცია „ოჯახური წყვილი“ – ნოდარ (ჯემალ) ქათამაძე, სოფ. წყავროკა, 83 წლის, აგრონომი, ათეული წლების მანძილზე იყო ქობულეთის „კურორტმწვანმშენის“ დირექტორი. მეუღლე – ეთერ ვერულიძე, სოფ. წყავროკა, 76 წლის, არის დამსახურებული პედაგოგი, უარი თქვა სამთავრობო პრემიის სანაცვლოდ სკოლის დატოვებაზე, ჩააბარა საკვალიფიკაციო გამოცდები და უფროსი მასწავლებლის სტატუსით დღემდე განაგრძობს პედაგოგიურ საქმიქნობას სოფ. მუხაესტატეს საჯარო სკოლაში.
მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი 2020-21 წლების „რჩეული ქობულეთელები“ ცნობილია!