მთავარი სხვადასხვა Apple-ს ახალი ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებიც ვერ შველის…

Apple-ს ახალი ხელოვნური ინტელექტის ფუნქციებიც ვერ შველის…

12
0

Apple-ი იმედოვნებდა, რომ ახალი ხელოვნური ინტელექტის ფუნქციები iPhone 16-ს ბესტსელერად აქცევდა, მაგრამ გაყიდვების წინასწარი შეფასებები მიუთითებს, რომ iPhone 16 ისე კარგად არ იყიდება, როგორც კომპანიაში ვარაუდობდნენ. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. CNN-ის ინფორმაციით, კომპანია Apple-ს სჭირდებოდა, რომ iPhone 16 პოპულარული გამხდარიყო და ბოლო წლების განმავლობაში განცდილი გაყიდვების კლება გამოესწორებინა. კომპანიას ტელეფონებში სერიოზული ტექნიკური ცვლილებები მას შემდეგ არ შეუტანია, რაც iPhone 12-ში G5 კავშირი დაამატა. ახლა კი კომპანიას გათვლა ჰქონდა, რომ iPhone 16-ს ხელოვნური ინტელექტის პროგრამული ფუნქცია პოპულარულს გახდიდა. მიუხედავად ტელეფონის ახალი მოდელის გახმაურებული პრეზენტაციებისა, ჯერჯერობით, ბუნდოვანია, შეძლო თუ არა კომპანიამ მიზნის მიღწევა და მომხმარებლის გულის მოგება.