მთავარი სხვადასხვა აგენტების კანონს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ

აგენტების კანონს სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ

14
0

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები და კერძო პირები „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანენ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ოფისში 17 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი სარჩელს სტრასბურგის სასამართლოში 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გაასაჩივრებენ.
მომჩივნები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლების (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების (მე-18 მუხლის) დარღვევებზე იდავებენ.