ნიკა მელია არის ძალიან მხნედ. მას მიაჩნია, რომ ბრძოლა იქნება ბოლომდე და ეს ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა რუსთავის ციხეში, ნიკა მელიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
ადვოკატის განმარტებით, მელია ბრძოლაში შეგნებულად შევიდა და მისი ამ ნაბიჯით მსოფლიოს დასანახად აშკარა გახადა, რომ ხელისუფლება მართლმსაჯულებას პოლიტიკური პროცესებისთვის იყენებს.
მისი თქმით, ნიკა მელიას ახირება არ ყოფილა უარი ეთქვა გამოსასყიდზე, უბრალოდ, ეს არის ბრძოლის აქტი უკანონობის წინააღმდეგ.
ლიკა შარაძე