ბათუმში, რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზოა შემთხვევა მოხდა.
რუსთაველისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთასთან ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
ავარიის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი.
ამ წუთებში, შემთხვევის ადგილას სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველები არიან მობილიზნებულნი.
როგორც შს სამინსტომ განუცხადა, ,,აჭარა პს” ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.