მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აზერბაიჯანის რესპუბლიკა 100 წლისაა

აზერბაიჯანის რესპუბლიკა 100 წლისაა

175
0

14 მაისს, ბათუმში აზერბაიჯანის რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღინიშნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ აზერბაიჯანელებს ეროვნული დღესასწაული და საერთო – სახალხო ლიდერის ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 95 წლის იუბილე მიულოცა. ღონისძიებას ქალაქ ბათუმის მერი, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ დიასპორასთან და აზერბაიჯანელ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ. საზეიმო მიღებას აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა ბათუმში ფარვიზ ისმაილზადემ უმასპინძლა. ზურაბ პატარაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აზერბაიჯანელებს ეროვნული დღესასწაული მიულოცა. საიუბილეო ღონისძიება აზერბაიჯანული და ქართული ფოლკლორის ნიმუშებმა გაალამაზა.