მთავარი სტატიები აზერბაიჯანულ მიწაში ჩაფლული სომხური „სიურპრიზი“

აზერბაიჯანულ მიწაში ჩაფლული სომხური „სიურპრიზი“

509
0

ანგარიში აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხური
წარმოების ნაღმების განთავსების გაგრძელების შესახებ

2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივ დეკლარაციაზე ხელმოწერის მიუხედავად, რომლის თანახმად ყველა საომარი მოქმედება სრულად უნდა შეწყვეტილიყო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის და სომხეთს ჯარები უნდა გაეყვანა აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, მან შეთანხმების უგულვებელყოფით განაგრძო ნაღმების განთავსება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ეს ფაქტი დადასტურდა ცოტა ხნის წინ ჩატარებული განაღმვის ოპერაციების დროს აზერბაიჯანის ქალბაჯარისა და ლაჩინის რაიონებში, სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განთავსებული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აღმოჩენისას, რომლებიც სომხეთში 2021 წელს გახლდათ დამზადებული ანუ 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივ დეკლარაციაზე ხელმოწერიდან კარგა ხნის შემდეგ.

ნაღმების განთავსების გაგრძელების ფაქტი კიდევ უფრო ზრდის ნაღმების ჰუმანიტარულ საფრთხეს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. 2020 წლამდე აზერბაიჯანი, სომხეთის მიერ მისი ტერიტორიის ოკუპაციის შედეგად, ნაღმებით/ასაფეთქებელი ნივთიერებებით (ERW), მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქვეყანა გახლდათ.
ახალი ნაღმების განთავსების ფაქტი მოწმობს, რომ სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ განხორციელებული აგრესიული პოლიტიკა გრძელდება. ის, რომ სომხეთი არ თანამშრომლობს მის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის დროს განთავსებული ნაღმების აღმოჩენის საკითხში, არის ომის დანაშაული და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთს.
ანგარიშში, რომელიც მომზადდა აზერბაიჯანის შესაბამისი უწყებების მიერ, დეტალურადაა წარმოდგენილი ვიზუალური მტკიცებულება ნაღმების გაწმენდის ოპერაციების დროს აღმოჩენილი სომხეთში წარმოებული ნაღმების, აგრეთვე სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ საცხოვრებელ ადგილებში (სახლებში) განთავსებული ნაღმების შესახებ.

ახლადგანთავსებული სომხური
წარმოების ნაღმები და ტრაპის ნაღმები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2020 წლამდე აზერბაიჯანი, სომხეთის მიერ მისი ტერიტორიის ოკუპაციის გამო, ნაღმებით/ასაფეთქებელი ნივთიერებებით (ERW), ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქვეყანა იყო მსოფლიოში, ამასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის მთავრობა ახორციელებს ფართომასშტაბიან ჰუმანიტარულ განაღმვის ოპერაციებს და ახალი ფაქტები ადასტურებს, რომ სომხეთი განაგრძობს ნაღმების განთავსებას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და კიდევ უფრო ზრდის ამ ნაღმებით წარმოქმნილ ჰუმანიტარულ საფრთხეს.
10 ნოემბრის სამმხრივ დეკლარაციაზე ხელმოწერიდან ერთი წლის შემდეგ, 2022 წლის აგვისტოში, აზერბაიჯანის ქალბაჯარის და ლაჩინის რეგიონების აღმოსავლეთ ნაწილებში ჰუმანიტარული განაღმვის ოპერაციების დროს, აღმოჩენილია ვრცელი დანაღმული ტერიტორიები 2021 წელს სომხეთში წარმოებული „PMN-E“ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით. ეს ის ტერიტორიებია, რომლებიც კონფლიქტისას არ ყოფილა სამხედრო ოპერაციების ველი.
2022 წლის 16 აგვისტოს სომხური წარმოების ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებით /”PMN-E”/ დანაღმული ტერიტორიები აღმოაჩინეს ლაჩინის დასახლება “ბირინჯი იპეკ” და ქალბაჯარის “ბუზდუხის” ბორცვთან.
რაიონებში მიმდინარე არატექნიკური და ტექნიკური კვლევების მიხედვით, გამიშდაგი-სარიბაბას სიმაღლეზე 93 კმ-იან მონაკვეთზე 40000-მდე ჩამარხული ნაღმია. გარდა ამისა, სომხური წარმოების PMN-E ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები აღმოაჩინეს დაშკასანის რაიონშიც.
2022 წლის 16 აგვისტოდან 5 ოქტომბრის ჩათვლით დაშკასანში, ქალბაჯარსა და ლაჩინში აღმოჩენილი -PMN-E ნაღმების საერთო რაოდენობა 3166-ს შეადგენს. მათგან 1671 აღმოაჩინეს ლაჩინში, 935 ქალბაჯარში, 560 კი დაშკასანში. მიუხედავად იმისა, რომ ნაპოვნი ნაღმების უმეტესობა იყო PMN-E ტიპის, ნაპოვნი და განმუხტულია სხვა ტიპის – PMN-2, E-001 M და TM-62 ნაღმებიც.
გარდა ამისა, 3 ოქტომბერს ლაჩინის რაიონის სოფლებში ზაბუხსა და სუსში სომხეთის მიერ საცხოვრებელ სახლებში დამონტაჟებული ნაღმები აღმოაჩინეს. ეს გახლავთ ე.წ. ხაფანგის ნაღმები, მათ შორის სომხური წარმოების PMN-E, რომლებსაც ძირითადად მავთულხლართებს ქვეშ, ასევე სახლების და ეზოების შესასვლელებში ანთავსებენ.
აღვნიშნავთ, რომ აზერბაიჯანის, რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის ლიდერების მიერ 2020 წლის 10 ნოემბერს ხელმოწერილი სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, სომხეთი 2022 წლის 26 აგვისტოს გავიდა ლაჩინიდან, მათ შორის დატოვა სოფლები ზაბუხი და სუსი. ამ ტერიტორიებზე აქტიური სამხედრო ოპერაციები არ ჩატარებულა. სომხეთმა ეს ნაღმები დაამონტაჟა დაბრუნებული მშვიდობიანი აზერბაიჯანელებისათვის ზიანის მიყენების მიზნით, რაც სერიოზული სამხედრო დანაშაულია.
აზერბაიჯანის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აღმოჩენილი ნაღმებისა და ასაფეთქებელი საბრძოლო მასალის უმეტესი ნაწილის მწარმოებელია შპს „ჰაიკ-მეგი“, სომხური კომპანია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სომხეთის სამხედრო-სამრეწველო სფეროში, დაარსდა 1991 წელს და მდებარეობს ერევანში. „ArmHiTec-2016“-ზე კომპანიის მიერ წარმოებული „PMN-E“, „PMN-2“, „POMZ-2“, „OZM-72“, „MON-50“, PFM-1 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები გამოიფინა თავდაცვის ინდუსტრიის გამოფენაზე, რომელიც სომხეთში 2016 წელს გაიმართა.

სომხეთის მიერ ნაღმების განთავსების შედეგად დაზარალებულები

სომხეთის მიერ სახმელეთო ნაღმების უკონტროლო გამოყენება კვლავაც იწვევს უზარმაზარ დაზიანებებს და ტანჯვას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ნაღმებით მომდინარე ჰუმანიტარულმა საფრთხემ შექმნა ჰუმანიტარული საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ყველაზე დიდ ყურადღებას მოითხოვს.
ბოლო 30 წლის განმავლობაში ნაღმების მსხვერპლთა რაოდენობა 3336 ადამიანია (მათ შორის 131 კასეტური საბრძოლო მასალა, 357 ბავშვი, 38 ქალი). 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი ხელშეკრულების თანახმად, მათგან 257 (2022 წლის 3 ოქტომბრის მდგომარეობით) გახდა ნაღმის მსხვერპლი (44 ადამიანი დაიღუპა, 213 დაშავდა, მათ შორის 9 ბავშვი და ახალგაზრდა, 1 ქალი, 3 მედიის წარმომადგენელი). ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს ნაღმების ინტენსიურად განთავსება სომხეთის მიერ გადაცემული რუკების მიღმა ტერიტორიებზე, მათი მარკირებისა და შემოღობვის არარსებობა.
სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ 2022 წლის აგვისტოში ლაჩინის რაიონის საცხოვრებელ უბნებში (სახლებში) ახალი ნაღმების განთავსების უეჭველი მიზანია რაც შეიძლება მეტი მსხვერპლის გამოწვევა.

სომხეთის მიერ ნაღმების განთავსება საერთაშორისო სამართლისა და
ვალდებულებების დარღვევაა

საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ, სომხეთმა გამოაქვეყნა 2020 წლამდე ნაღმის ველზე ჩანაწერი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას 390 709 ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე, ასევე სხვა ასაფეთქებელ მოწყობილობაზე. ეს ჩანაწერები წარმოადგენს ყველა განთავისუფლებული ტერიტორიის 5%-ს და მაღალი რისკის მქონე ტერიტორიების მესამედზე ნაკლებს, რომლებიც დაფარულია UNMAS/UNDP აზერბაიჯანის განაღმვითი შეფასების ანგარიშის (2020 წლის დეკემბერი) მიხედვით. თუმცა, სომხეთის მიერ მიწოდებული ჩანაწერების მხოლოდ 25% დადასტურდა, როგორც სანდო. აქედან გამომდინარე, განთავისუფლებული ტერიტორიის 1,25%-ს აქვს მხოლოდ სანდო მონაცემებით ნაღმზე ჩანაწერები.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ღიად იკვეხნის, რომ ინფორმაცია, რომელიც სომხეთმა გადასცა აზერბაიჯანს სომხეთის მიერ განთავსებული ნაღმსამარხების მხოლოდ „მცირე ნაწილია“. მიუხედავად ამ აღიარებისა, სომხეთი არ არის დაინტერესებული მის მიერ განთავსებულ ნაღმსამარხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის შემდგომი გამჟღავნებით, თანამშრომლობით სათანადო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული ნაღმსამარხების ადგილმდებარეობის განსაზღვრისა და მათი ამოღების ტვირთის გაზიარებით. ევროკავშირის მიერ დანიშნული ნაღმსამარხების ექსპერტიიზის ძალისხმევამ ხელი შეწყობოდა სომხეთის მხრიდან ნაღმების მონაცემების შემდგომ გავრცელებას, არ გამოიღო მნიშვნელოვანი შედეგი.
სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ნაღმების განთავსების გაგრძელება ეწინააღმდეგება სომხეთის საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე აღებულ ვალდებულებებს. სომხეთმა არ გაიყვანა შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის ტერიტორიიდან და არ შეაჩერა სამხედრო მოქმედებები აზერბაიჯანის რესპუბლიკის წინააღმდეგ. სამაგიეროდ, სომხეთი აგრძელებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საფორტიფიკაციო და სამხედრო საინჟინრო სამუშაოებს და ამ კონტექსტში იქ ფართომასშტაბიანი ნაღმების განლაგება მიმდინარეობს.
2020 წლამდე ნაღმების ჩანაწერების გასაიდუმლოება და ნაღმების განთავსება, ნაღმების ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით შეუთანხმებლობა წარმოადგენს სამხედრო დანაშაულს. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, სომხეთი აგრძელებს უპასუხისმგებლო მოქმედებას ნაღმების განურჩევლად განთავსებაზე, განთავსებული ნაღმების და ამ ნაღმების მსხვერპლთა შესახებ სრული ინფორმაციის არ გამჟღავნებაზე.
სომხეთის ასეთი ქმედებები არ ემსახურება არც სტაბილურობას, არც მშვიდობას და თანამშრომლობას რეგიონში. პირიქით, ეს ადასტურებს, იმას რომ სომხეთის ხელმძღვანელობის აგრესიული პოლიტიკა გრძელდება.
ნაღმების განთავსების გაგრძელებით, სომხეთი, ასევე ცდილობს ხელი შეუშალოს ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციის განხორციელებას და ხელი შეუშალოს ათასობით იძულებით გადაადგილებული პირის განუყოფელი უფლების რეალიზებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ და ღირსეულად, თითქმის 30-წლიანი ეთნიკური წმენდის შემდეგ.

მოამზადა ჯიმშერ ასლანიძემ