მთავარი ვიდეორეპორტაჟი სოფლის მეურნეობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო უწყებები აქტიურად ითანამშრომლებენ გარემოსდამცველებთან

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო უწყებები აქტიურად ითანამშრომლებენ გარემოსდამცველებთან

171
0

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო უწყებები აქტიურად ითანამშრომლებენ გარემოსდამცველებთან. ამის შესახებ სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.

უწყების უფროსმა გარემოსდამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მავნებლის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აღნიშნული ქმედებები სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვისთვისაა საჭირო და ამავდროულად, აუცილებელია გარემოზე ზემოქმედების საკთხების გათვალისწინება.

სურსათის ეროვნული სააგენტო გარემოზე ზემოქმედების შესწავლის  დაამავე დროს კლიმატის ცვლილებებისფონზე არსებული  გამოწვევების რისკების შეფასებისა და პრევენციის  მიმართულებით კოორდინირებულადიმუშავებს  დარგის სპეციალისტებთან,“ _ აღნიშნა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

ცნობილი გახდა, რომ მონიტორინგის მიზნით შეიქმნება  სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც კვლევების საფუძველზე ვითარებას ადგილზე შეისწავლის.

სტატია მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” EBRD-ის მხარდაჭერით “ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას” პროექტისფარგლებშირომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებსის შესაძლოა არ წარმოადგენდესEBRD-ის შეხედულებას.