დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, რეკომენდაციაა, რომ თუ ამ ზაფხულს კონფერენციები და შეკრებები ჩატარდება, მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები დაუშვან. როგორც მან საკოორდინაიო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განმარტა, ასევე დაცული უნდა იყოს სასტუმროებში უსაფრთხოების ზომები .
ამირან გამყრელიძის თქმით, ივლისის მეორე ნახევარში „ფაიზერის“ საწყისი დოზები იქნება ქვეყანაში და „ფაიზერითაც“ დაიწყება აცრები.
მისი თქმით, ორჯერადად აცრილ ადამიანებს შეუძლიათ იმ დაწესებულებაში, სადაც აიცრნენ, ე.წ. კოვიდ სერტიფიკატი მოითხოვონ.
ლიკა შარაძე