მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ამ წუთებში ქობულეთის დელეგაცია ბალტიისპირეთში მიფრინავს

ამ წუთებში ქობულეთის დელეგაცია ბალტიისპირეთში მიფრინავს

361
0

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა კიდევ ერთ მეგრობის ხიდს გადებს ბალტიისპირეთთან, კერძოდ კი ლატვიის ქალაქ პრიეკულესთან, სადაც მუნიციპალიტეტის დელეგაცია სულხან ევგენიძის ხელმძღვანელობით ამ წუთებში მიემგზავრება.
ქ. პრიეკულე ლატვიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შემადგენელი ნაწილია. მდებარეობს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, კურზემეს რეგიონში. მხარე მოიცავს 5 თემს და ქალაქ პრიეკულეს, რომელიც წარმოადგენს მხარის ადმინისტრაციულ ცენტრს. პრიეკულეს მოსახლეობა სულ რაღაც 6600 ადამიანია.
ესაზღვრება რუცავის, გრობინიის, აიზპუტეს, ვაინოდესა და დურბეს მხარეები ლატვიაში და კლაიპედის მაზრა ლიტვაში.
გარდა იმისა, რომ ქობულეთის დელეგაცია ქალაქ პრიეკულეს ხელმძღვანელობასთან ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის მემორანდუმს მოაწერს ხელს, მონაწილეობას მიიღებს ლატვიის ეროვნული დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.
შეგახსენებთ, რომ 1 მაისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია ბულგარეთიდან დაბრუნდა. ვარნაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო ერთობლივ გეგმებსა და ინიციატივებზე ისაუბრეს. ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ ვარნას ღირსშესანიშნაობები – არქეოლოგიური მუზეუმი, ღვინის სარდაფი, „ოქროს ქვიშის“ სანაპირო და საზღვაო აკადემია დაათვალირა.