ვიწყებთ 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას – წელსვე, დაიწყება 3 ახალი სოციალური სახლის რეკონსტრუქცია-მშენებლობა, – ამის შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.
-
როგორც ბათუმის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ბიუჯეტის გაზრდის შედეგად, ჯავახიშვილის ქ. #82-ში მდებარე სოციალური სახლების მშენებლობის დაფინანსებას 1 მილიონი ლარი დაემატა.
ამასთან, ურეხის ხანდაზმულთა ღამის თავშესაფრის რეკონსტრუქცია-ადაპტაციისთვისა და ე.წ. შანხაის დასახლებაში სოციალური სახლის მშენებლობისთვის ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.
ლიკა შარაძე