მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აჭარაში 13-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართები გაზრდილი დაფინანსებით შეიძინა

აჭარაში 13-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართები გაზრდილი დაფინანსებით შეიძინა

142
0

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, 2022 წელს, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებული თანადაფინანსება 30 000 ლარამდე გაზარადა.

სპეციალური პროგრამის ფარგლებში, დღეს 13 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი ფართები ბათუმის იუსტიციის სახლში საკუთრებაში  დაურეგისტრირდა.

სამინისტრო ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას 2016 წლიდან ახორციელებს, დღემდე პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი 558 –მა ოჯახმა შეიძინა. აღნიშნული პროგრამით საცხოვრებლის პრობლემა ათეული წლის წინ სტიქიისშედეგად დაზარალებულ არაერთ ოჯახს მოეხსნა. პროგრამა ვრცელდება აჭარაში მცხოვრებყველა ეკომიგრანტ ოჯახზე. წელს, აჭარის მთავრობამ დაფინანსება გაზარდა როგორცე კომიგრანტებისთვის, ისე ხანძრით დაზარალებული ოჯახების საცხოვრებლის შეძენის ანადღგენა/რეაბილიტაციისათვის“, – აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ.

კერძოდ, 2022 წლიდან ფინანსური მხარდაჭერა ხანძრით დაზიანებული ოჯახების სახლების რეაბილიტაცია/მშენებლობისთვის 15 000 ლარის ნაცვლად გაიზარდა 20 000-ლარამდე, ხოლო ეკომიგრანტი ოჯახების ადგილ მონაცვლეობისათვის 25 000 ლარის ნაცვლად, გაიცემა 30 000 ლარი.

ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფისპროგრამის ფარგლებში მიმდინარეწელს საცხოვრებელ ფართებს თანდაფინანსებით ჯამში, შეიძენს 100 ეკომიგრანტი ოჯახი. პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 3 000 000 ლარს.