მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აჭარის მთავრობამ – სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული ოჯახების დახმარება გაზარდა

აჭარის მთავრობამ – სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული ოჯახების დახმარება გაზარდა

151
0

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით 2022 წელს გაიზარდაეკომიგრანტი ოჯახებისსაცხოვრებლით უზრუნველყოფისპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულითანადაფინანსების მოცულობა და თითოეული ოჯახი აჭარის მთავრობის სარეზერვოფონდიდან საცხოვრებელი ფართის შესაძენად მიიღებს 30 000 ლარს, ნაცვლად 25 000 ლარისა. ასევე ცვლილება შეეხო ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების ერთჯერადიმატერიალური დახმარების წესს, აღნიშნულ შემთხვევაშიც დაფინანსება გაიზარდა 5000 ლარით და ხანძრით დაზარალებული ოჯახები 15 000 ლარის ნაცვლად მიიღებენ 20 000 ლარს.

სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზეაღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით განიხილეს სტიქიისა და ხანძრითდაზარალებული 41 ოჯახის დახმარების საკითხი. კომისიის წევრებისა და აჭარი მთავრობისთავმჯდომარის გადაწყვეტილებით უახლოეს პერიოდში აღნიშნულ ოჯახებს აჭარისავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებულისარეზერვო ფონდიდან გამოეყოფათ 742 094 ლარი.

2021 წელს სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებულ 288 ოჯახზე გამოიყო ფინანსურიდახმარება 1 751 703 ლარის ოდენობით.