მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – განცახდებას ავრცელებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – განცახდებას ავრცელებს

476
0

საერთაშორისო სკანდალში გახვეული აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,აჭარა .უცვლელად გთავაზობთ:

,,სამწუხაროა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მაშინ როდესაც უამრავი უდანაშაულოადამიანი იღუპება და უწევს სამშობლოს და ახლობელი ადამიანების დატოვება, რიგმაპოლიტიკურად ანგაჟირებულმა მედია საშუალებებმა, ფსევდოპატრიოტულმა პოლიტიკურმაძალებმა და ნაცმოძრაობის სატელიტმა ორგანიზაციებმა, რომელთა მთავარ მიზანსწარმოადგენს საზოგადოების ემოციებით მანიპულირება, საქართველოში მშვიდობის დაევროპული საგარეო კურსის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, ,,მოიცალესჩემი საგარეოპოლიტიკური პოზიციის და აკადემიური ბიოგრაფიის გაყალბებისთვის.

რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია და კონკრეტული ქმედებები საჯაროდცნობილია! ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში დაგმო რუსული აგრესიადა მხარი დაუჭირა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას!

.. ჟურნალისტის რიტორიკულპროვოკაციულ კითხვაზე ომის დაწყებასთან დაკავშირებით პასუხიც გახლდათ შესაბამისი

კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას და თანაგრძნობას უკრაინელი ხალხისმიმართ ამ რთულ მომენტში და კონკრეტული ნაბიჯებით ვცდილობთ მათ მხარდაჭერას, ყველაფერს ვაკეთებთ აჭარაში მყოფი უკრაინელი მოქალაქეების  უსაფრთხოებისთვის დამასპინძლობისთვის!

რაც შეეხება ჩემს აკადემიურ მიღწევებს და კიევის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ საკითხს. ყველა ოფიციალური ინფორმაცია, რაც განთავსებულია აჭარის მთავრობის შესაბამის პორტალებზე და ჩემთან დაკავშირებულ საჯარო წყაროებში შეესაბამება სრულ სიმართლეს!

საშუალო სკოლის ბოლო აკადემიური წელი ვსწავლობდი ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ პასო რობლეს სკოლაში, კალიფორნიის შტატში (აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამით (FLEX))

სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი მივიღე ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 წელს;

2012-2013 წელს მივიღე სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი სიტის, ლონდონის უნივერსიტეტში (ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩივნინგის სტიპენდიისფარგლებში);

2011-2014 წელს მივიღე მაგისტრის ხარისხი ბიზნესადმინისტრირებაში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში;

და ბოლოს არანაკლებ საყურადღებოდ – 2015 წელს ჩავაბარე ტარას შევჩენკოს სახელობისკიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურაში ენერგეტიკის სამართლის მიმართულებით, 2017 წელს სამწუხაროდ გარდაიცვალა დისერტაციის აკადემიური ხელმძღვანელი, ალექსანდრე ზადოროჟნი, ოჯახური და სამსახურებრივი გარემოებების გათვალისწინებით იძულებული გავხდი საკუთარი სურვილით ამეღო აკადემიური შვებულებადა შემეწყვიტა სწავლა. შესაბამისად, ყველა ოფიციალურ წყაროში მითითებულიადოქტორანტი;

შეგნებულად თავს ვიკავებ ცალკეული ორგანიზაციების განცხადებებზე რომელთაც არ აქვთიურიდიული მნიშვნელობა.

P.S. განსაკუთრებით სამარცხვინოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმომწერების, 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ბრალმდებელი პარტიისა და მათიტელევიზიების მიერ დასმულ პროვოკაციულ კითხვას სერიოზულად უნდა ვუპასუხო?!

მე იქით მაქვს შეკითხვა, 2008-ში ვინ დაიწყო? შემთხვევით მაშინაც რუსეთმა ხომ არა? თუ კი,  მაშინ ამას ხელი როგორ მოაწერეთ?! შემთხვევით მოღალატეები ხომ არ ხართ ამის გამო?”-ნათქვამია განცხადებაში.