მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ვლადიმერ ტატიშვილი აირჩიეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორად ვლადიმერ ტატიშვილი აირჩიეს

947
0

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად, ვლადიმერ ტატიშვილი აირჩიეს.

ტატიშვილს, ნდობა მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა გამოუცხადა.

ვლადიმერ ტატიშვილი მაუწყებლის დირექტორი სამი წლის ვადით აირჩიეს. ის უფლებამოსილების შესრულებას 22 ნოემბრიდან დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ასარჩევად კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდა. წინა კონკურსზე ბორდის წევრებმა დირექტორი ვერ აირჩიეს, ხმათა უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.