არასამთავრობო ორგანიზაცია: საქართველოს ახალგაზრდულმა ცენტრმა 27 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლა ტრენინგ კურსს „ახალგაზრდების გაძლიერება მდგრადი მომავლისთვის“. ახალგაზრდული მუშაკები რვა ქვეყნიდან შეიკრიბნენ ქობულეთში, რათა ესაუბრათ და გადაეჭრათ გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას სოფლის ახალგაზრდები სხვა და სხვა ქვეყანაში. „ერასმუს +“-ის ტრენინგ კურსმა გააერთიანა 24 მონაწილე საფრანგეთიდან, საქართველოდან, რუმინეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან და სომხეთიდან.
მონაწილეები შეიკრიბნენ, რათა გაეზიარებინათ ცოდნა, განევითარებინათ უნარები და შეექმნათ სამოქმედო გეგმები გამოწვევების მოსაგვარებლად.
პროექტის მიზანი გახლდათ, გაეზარდათ ცნობიერება ისეთი შესაძლებლობების შესახებ, როგორიცაა განათლება, ახალგაზრდული ცენტრები, დასაქმების სააგენტოები და სოციალური საწარმოები. პროექტი ასევე მიზნად ისახავდა ახალგაზრდული მუშაკების იმ უნარებით და ცოდნით აღჭურვას, რაც აუცილებელია სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების მხარდასაჭერად.
პროექტმა წარმატებით ჩაირა და მონაწილეებმა შეისწავლეს თემები: აქტიური მოქალაქეობა, დასაქმების პერსპექტივები, თვითდასაქმება და სოციალური საწარმოების შექმნა და მუშაობა.
#Erasmusplus #Trainingcourse #Movingruralyouthforward #EnRoot #EnRootCENTRUL #YCG #youthcenterofgeorgia #LIDOSK #CreativeYouth #EDUCATONALDERESURSESITRAINING #CodadiLupoAPS #ASOCIACIONAMIGOSDEEUROPA