მთავარი ვიდეორეპორტაჟი განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა შუახევში

ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა შუახევში

295
0

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის – ,,არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და პოპულარიზაცია“ ფარგლებში აჭარის რეგიონში სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადა მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობენ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოქმედი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების, კულტურის ცენტრებისა და საჯარო სკოლების საგუნდო და ქორეოგრაფიული ანსამბლები/შემსრულებლები.
დღეს ბავშვთა ოლიმპიადას შუახევმა უმასპინძლა. კულტურის ცენტრის დარბაზში ფოლკლორულ- ქორეოგრაფიული ნომრებით მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და ა(ა)იპ სახელოვნებო სკოლის გუნდები წარსდგნენ.
გამარჯვებულები მონაწილეობას ოლიმპიადის მეორე ეტაპზე მიიღებენ, რომელიც ჩატარდება 5 მაისს 12 საათზე ქედის კულტურის ცენტრში. ხოლო ოლიმპიადის მესამე – ფინალური ეტაპი და დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება 2017 წლის 8 მაისს – სსიპ ბათუმის მუსიკალურ ცენტრში.
ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.