ბათუმის ბოტანიკური ბაღის დათვალიერება პირველი მაისიდან უცხო ქვეყნის მოქალაქებისთვის 20 ლარი.
ხოლო საქართველოს მოქალაქეებისთვის 10 ლარი იქნება.
ინფორმაციას, ბათუმის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს
,,ბოტანიკური ბაღის წინაშე არსებული რეალური გამოწვევების, ამოცანებისა და მიზნების განსახორციელებლად, საჭირო გახდა სულ უფრო მეტი ფინანსური რესურსი. არსებული ფინანსური მდგომარეობით, ბოტანიკური ბაღი ვერ განახორციელებდა და ვერუზრუნველყოფდა დასახული ამოცანების შესრულებას.
ბაღის ძირითადი შემოსავლები საკმარისია მხოლოდ სხვადასხვა სახის სახელმწიფო შესყიდვებისა და ტერიტორიის მოვლა–პატრონობითი საქმიანობისათვის, ხოლო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორებიცაა ბაღის შიდა ინფრასტრუქტურის თანამედროვესტანდარტებზე მორგება, ტურისტული მარშრუტების სრულყოფა და ცალკეული განყოფილებების კეთილმოწყობა, გოდერძის ალპური ბაღი და ზოოლოგიური განყოფილება, საჭიროებდა დამატებით ფინანსურ რესურსებს. ამასთან, გათვალისწინებულ იქნაკოვიდპანდემიის შედეგად ის ფინანსური დანაკარგი, რაც ბათუმის ბოტანიკურმა ბაღმა 2 წლის განმავლობაში განიცადა. მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდშიყველა კატეგორიის საქონელზე და მომსახურების შესყიდვაზე ფასების ზრდამ, საბოლოოდ, გამოიწვია გაწეული მომსახურების არსებული ტარიფების გაზრდა, რომელსაც აქვეგთავაზობთ: ბოტანიკური ბაღის დათვალიერების უზრუნველმყოფელი ბილეთის ძირითადი ფასიგანისაზღვრა 20 (ოცი) ლარის ოდენობით; ბოტანიკური ბაღის დათვალიერების შეღავათიანი ტარიფები: ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის დათვალიერების უზრუნველმყოფელი ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქისათვის და საქართველოში მუდმივი ცხოვრების უფლების ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე განისაზღვრა (იდენტიფიცირებით) 10 (ათი) ლარისოდენობით“-ნათქვამია განცხადებაში.