ბაგრატიონის ქუჩის (შარტავას წრიულიდან ვაჟა–ფშაველას ქუჩამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების მიზნით ახალი ტენდერი გამოცხადდება.
აღნიშნულ სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ზიმო-7“ ახორციელებდა.
ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის, მერია ავრცელებს.
ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვის განმავლობაში, კომპანიამ შეასრულა სამუშაოების საერთო ღირებულების მხოლოდ ¼, რაც სამუშაოების წარმოების ძალიან დაბალ ტემპზემუთითებდა.
მიუხედავად კომპანიის მრავალგზის ზეპირსიტყვიერი და წერილობითი გაფრთხილებისა, ვითარება არ შეცვლილა. იმის საფუძველზე, რომ კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ტემპი იყო არადამაკმაყოფილებელი, ხშირ შემთხვევაშისამუშაოები შეჩერებული იყო და ირღვეოდა უსაფრთხოების წესები, რაც ასევე იწვევდა მოსახლეობის უკმაყოფილებას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს ,,ზიმო-7“-თანგაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებამდე ბოლო ერთი თვის პერიოდში, ობიექტზე არ იყო განხორციელებული არანაირი ტიპის სამუშაო და სპეციფიკიდანგამომდინარე, შეუძლებელი იყო პროექტის დასრულება სახელშეკრულებო ვადებში, რასაცადასტურებს დაქირავებული საზედამხედველო კომპანია ამხანაგობა ,,ასკ და უნიპროფჯგუფი“.
ამ ეტაპისთვის „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ დანიშნულია ექსპერტიზა შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
მიღებული დასკვნის საფუძველზე მოხდება საპროექტო–სახარჯთააღრიცხვო დოკუმენტაციაშისამუშაოთა მოცულობების კორექტირება და შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვის გამოცხადება კორექტირებული პროექტის მიხედვით.