მთავარი ვიდეორეპორტაჟი საზოგადოება ბათუმის მერია – ბათუმში თოვლისგან გათავისუფლების სამუშაოებში 300-მდე თანამშრომელია ჩართული

ბათუმის მერია – ბათუმში თოვლისგან გათავისუფლების სამუშაოებში 300-მდე თანამშრომელია ჩართული

165
0

ბათუმში რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიურად თოვს.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში ხორციელდება მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ.

უწყვეტ რეჟიმში იწმინდება გზები და ტროტუარები, ასევე,  შტორმისგან დაბინძურებული სანაპირო.

მიმდინარეობს ხემცენარეების თოვლისგან გათავისუფლების სამუშაოები. რეგულარულად იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები. გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია 300-მდე თანამშრომელი და სპეციალური ტექნიკა. მერიის სამსახურები განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას.