ბათუმის მერი სამრეწველო ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის შესახებ დაისვა საკითხები. ასევე ისაუბრეს მიწისა და ქონების რეგისტაციასთან დაკავშირებით.
არჩილ ჩიქოვანმა მოსახლეობას აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე დადაგეგმილი პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. ბათუმის მერის განცხადებით, მოქალაქეების მიერ დასმული საკითხები თანმიმდევრულად და დროულად გადაწყდება.