დღეს ბათუმის მერი ჯავახიშვილის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებს შეხვდა.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს საბავშვობაღისა და ორი სოციალური სახლის მშენებლობა, რომლებიც ექსპლუატაციაში წელსვე შევა. უკვე დასრულდა რიგი ქუჩებისა და რეკრეაციული სივრცეების მოწყობა, განხორციელდა სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, დამონტაჟდა ტრენაჟორები და საჭიროებისამებრ, ჩატარდა მრავალბინიანი სახლების სახურავებისა და ფასადების რეაბილიტაცია.
როგორც არჩილ ჩიქოვანმა აღნიშნა, მუნიციპალური სამსახურები ყოველდღიურად, თითქმის უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ქალაქის მოვლა–პატრონობის ღონისძიებებს.
,,დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობის მხრიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დაისვა, რომელიც თანმიმდევრულად გადაწყდება. მუნიციპალური სამსახურების ხელმძღვანელებთან შეხვედრისა და მერთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეკონ შემდეგ ნომერზე: 0422 27 01 19″-განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.