დღეს ბათუმში, პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის მონუმენტი საქართველოსა დაპოლონეთის პრემიერ–მინისტრებმა ერთობლივად გახსნეს.
ლეხ კაჩინსკის მონუმენტის გახსნა ბათუმში კიდევ ერთხელ ადასტურებს მისდამი ჩვენსპატივისცემასა და მადლიერებას, ასევე, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ისტორიულ არჩევანსდაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში. ლეხ კაჩინსკის უდიდეს პატივს სცემენსაქართველოში. ის იყო დიდი პოლონელი პატრიოტი, გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე, სოლიდარობის, გმირობისა და კეთილსინდისიერების მაგალითი, რომელიც მხარს უჭერდადემოკრატიულ მოძრაობებს საქართველოსა და უკრაინაში. მან უდიდესი როლი შეასრულასაქართველოს მიმართ სოლიდარობის მოძრაობაში. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტკაჩინსკის მონუმენტი სწორედ იმ ადგილზე განთავსდა, სადაც ჩვენი ქალაქის აქტიურიგანვითარება მიმდინარეობს და ბათუმელებთან ერთად, ქალაქის ყველა სტუმრისათვის ესმონუმენტი იქნება ქართულ–პოლონური მეგობრობის თვალსაჩინო ნიმუში.